რადიკაურ ისლამისტურ დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ლიდერი აბუბაქარ შეკაუ ასაფეთქებელი საშუალების დამზადებას ემსხვეპრლა. ამ ინფორმაციას BBC რადიკალური დაჯგუფების მებრძოლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის მიერ მოპოვებული ცნობების მიხედვით, აბუბაქარ შეკაუ მაშინ აფეთქდა, როდესაც ორ დაჯგუფებას შორის საომარი მოქმედებების დროს ასაფეთქებელ ნივთიერებას საკუთარი ხელით ამზადებდა.
შეკაუ დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ლიდერი 2009 წლიდან იყო. მისი მმართველოს დროს ტერორისტული ორგანიზაცია კიდევ უფრო გაძლიერდა, რასაც დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში აფეთქებების მოწყობის, ადამიანთა გატაცებებისა და მკვლელობის ფაქტების გახშირება მოჰყვა.
აბუბაქარ შეკაუს მმართველობის დროს „ბოკო ჰარამის“ თავდასხმებს სულ მცირე 30 000 ადამიანი ემსხვერპლა, 2 მილიონზე მეტი კი იძულებული გახდა გადასახლებულიყო.