კომპანია Twitter-მა პირველად აამუშავა ფასიანი სერვისი, რომელიც ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლებს პრემიუმ ფუნქციებზე წვდომას აძლევს.სერვისმა - Twitter Blue კანადასა და ავსტრალიაში მუშაობა უკვე დაიწყო, მალე კი შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებშიც ჩაეშვება.
Twitter Blue-ს ფასიანი სერვისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გაგზავნილი ტვიტის პუბლიკაცია 30 წამში გააუქმოს. ამასთან, შესაძლებელი ხდება თემატური ტვიტების ერთ კოლექციაში გაერთიანება. სამომავლოდ კომპანიაში ამ სერვისზე სხვადასხვა ფუნქციის დამატებასაც გეგმავენ.