კონკურსი „სუფთა რეგიონი 2021“ იწყება - Palitra News

კონკურსი „სუფთა რეგიონი 2021“ იწყება

2021-06-05 17:39:48+04:00

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“ დაწყება გამოაცხადეს. კონკურსის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით, გამოავლინოს ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფელი/თემი“, „სუფთა/ლამაზი ქუჩა“, „სუფთა/ლამაზი ეზო“, „სუფთა/ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზო“ და „ლამაზი აივანი“. წლევანდელი კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“ გამარჯვებულები, 2022 წელს გახდება ცნობილი.