ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა - Palitra News

ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

2021-06-04 10:23:30+04:00

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, 60-წლამდე მამაკაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.