რიონის ხეობაში 220-ე საპროტესტო ღამემ, ტრადიციულად, ხმაურის აქციით ჩაიარა - Palitra News

რიონის ხეობაში 220-ე საპროტესტო ღამემ, ტრადიციულად, ხმაურის აქციით ჩაიარა

2021-06-04 09:56:57+04:00

რიონის ხეობაში 220-ე საპროტესტო ღამემ, ტრადიციულად, ხმაურის აქციით ჩაიარა. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათში განლაგებულ რკინის ჯებირებზე აბრახუნებდნენ და ამ ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს.

მოთხოვნა უცვლელია - ხეობაში შეჩერდეს ჰესთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაოები და კომპანია ენკამ დატოვოს ტერიტორია.