რიონის ხეობაში 220-ე საპროტესტო ღამემ, ტრადიციულად, ხმაურის აქციით ჩაიარა. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათში განლაგებულ რკინის ჯებირებზე აბრახუნებდნენ და ამ ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს.
მოთხოვნა უცვლელია - ხეობაში შეჩერდეს ჰესთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაოები და კომპანია ენკამ დატოვოს ტერიტორია.