ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკის საკვების მიმწოდებელ კომპანიას „ანკარაქეითერინგის" საქმიანობა შეუჩერდა.
კომპანიაში კრიტიკულად შეუსაბამობას არ ადასტურებენ და კვლევის შედეგებს ელოდებიან.
აჭარის ჯანდაცის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები იმყოფებოდნენ და მომხდარს სწავლობენ.
უწყებაში ამბობენ, რომ ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკაში სავარუდოდ, საკვებით 65 ადამიანი მოიწამლა, მათგან ორი კლინიკაში რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.