ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, დღეს, 11:00 საათის მდგომარეობით, 109 661 მსურველია დარეგისტრირებული.
მოქალაქეებს რეგისტრაციისას მაქსიმუმ სამი ვაქცინის არჩევის უფლება აქვთ.
მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 92 289-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს. „მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 37 833 ადამიანმა გამოთქვა. 25 992 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს. 21 100 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 11 105 -ს კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას მისი გაკეთების სურვილი 7167-მა ადამიანმა გამოთქვა, 3556-ს კი „სინოვაკით“.