დღეიდან გაზი ძვირდება - შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკმა 27 მაისის სხდომაზე მიიღო. შპს "თბილისი ენერჯის“ კორექტირებულმა სამომხმარებლო ტარიფმა, დღგ-ს ჩათვლით, 53.972 თეთრი/კუბ.მ შეადგინა. ტარიფი ძალაში დღეიდან შევიდა.
მათი თქმით, ტარიფის კორექტირება განპირობებულია ქ. თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფით.
მარეგულირებელს ტარიფის გაძვირების მოთხოვნით "თბილისი ენერჯიმ" მიმართა. კომპანიის განმარტებით, ლარის გაუფასურების გამო ზარალზე მუშაობს და 34 თეთრად შეძენილ ბუნებრივ აირს 26 თეთრად ყიდდა.