შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს. ღონისძიებაზე შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა შემთხვევებს, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ეთიკურ და კანონით დასაშვებ ზღვარს სცდება, რასაც ყველაზე ხშირად პოლიციელები საკუთარ თავზე გრძნობენ.
გომელაურმა პოლიციელებს მიმართა, რომ ასეთ დროს იგი იქნება პოლიციელთა პატივისა და ღირსების დამცველი, თუმცა, ამავდროულად, მომთხოვნი და ობიექტური.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ არის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიციელებთან ერთად ემსახურება საქართველოს.