სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებების შემდეგ მსახიობმა კევინ სპეისიმ პირველი როლი მიიღო. გამოცემის ინფორმაციით, სპეისის რეჟისორ ფრანკო ნეროს ფილმში(„კაცი, რომელმაც ღმერთი დახატა“) გადაიღებენ.„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კევინი ფილმში მონაწილეობაზე დაგვთანხმდა. დიდებულ მსახიობად მიმაჩნია და მოუთმენლად ველი გადაღებების დაწყებას“, - განაცხადა ნერომ.არსებული ინფორმაციით, სპეისი პოლიციის ოფიცერს განასახიერებს.2019 წლის ივლისში მასაჩუსეტსტის შტატის პროკურატურამ მსახიობ კევინ სპეისის ბრალდება მოუხსნა - მას ტელეწამყვან ჰეზერ ანრუს 18 წლის შვილის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ.2017 წლის 30 ოქტომბერს, მსახიობმა ენტონი რაპმა სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სპეისიმ განაცხადა, რომ ფაქტი არ ახსოვს, მაგრამ ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ ჰომოსექსუალია.