ონლაინ სივრცეში Marvel-ის ახალი ფილმის Eternals-ის პირველი თრეილერი გამოჩნდა, რომელიც უკვდავი გმირების გარშემო განვითარებულ სიუჟეტში გვამოგზაურებს. როგორც კადრებიდან ჩანს, ათასობით წლის მანძილზე სუპერგმირები ადამიანების ცხოვრებაში არ ერეოდნენ, მაგრამ როდესაც მათ არსებობას საფრთხე შეექმნება, გმირები მათ დასახმარებლად გამოჩნდებიან. ფილმში ასევე იხილავთ ანჯელინა ჯოლს, სელმა ჰაიეკი და კიდევ უამრავ თქვენთვის კარგად ნაცნობ მსახიობს. აღსანიშნავია, რომ ფილმის მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 28 ოქტომბერს შედგება.