აჭარაში კორონავირუსის შედეგად 61 წლის ექიმი ნაირა სურმანიძე გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ექიმი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში 10 მაისს სუნთქვის მწვავე უკმარისობისა და ცხელების დიაგნოზით შეიყვანეს.
„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას სტაბილური იყო, თუმცა, მეშვიდე დღეს მდგომარეობა დამძიმდა, განვითარდა ორმხრივი პნევმონია, დისტრეს სინდრომი, ფილტვის შეშუპება, გულის მწვავე უკმარისობა, შემდგომ კი გულის გაჩერება. გატარებული შესაბამისი ღონისძიებების მიუხედავად, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.