სუს-ის უფროსი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს და უგზო უკვლოდ დაკარგულთა საკითხებში დესპანს შეხვდა - Palitra News

სუს-ის უფროსი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს და უგზო უკვლოდ დაკარგულთა საკითხებში დესპანს შეხვდა

2021-05-28 16:04:11+04:00

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა შეხვედრა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელთან სევერინ შაპაზთან და კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში დესპანთან დანიელ მაკ სვინისთან გამართა.

შეხვედრაზე მხარებმა განიხილეს საქართველოს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის საკითხებში არსებული ეფექტური თანამშრომლობა და მაღალი შეფასება მიეცა ამ პროცესში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობას.

ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანის დანიელ მაკ სვინის დანიშვნას.