საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექციის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს შსს-ს მომსახურების სააგენტო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“ და შსს-ს აკადემია.
ჩეხეთის დელეგაციამ ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართა შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან. ვიზიტის მიმდინარეობისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გენერალურ ინსპექტორატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.