შეერთებული შტატები შეშფოთებულია ბოლო დროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის გასწვრივ განვითარებული მოვლენებით, მათ შორის, აზერბაიჯანის მიერ რამდენიმე სომეხი ჯარისკაცის დაკავებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
სახელმწიფო დეპარტამენტი მხარეებს ინციდენტის სასწრაფოდ და მშვიდობიანად მოგვარებისკენ მოუწოდებს.
“ასევე ვაგრძელებთ მოწოდებას აზერბაიჯანის მიმართ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა სამხედრო ტყვე და სხვა დაპატიმრებული პირი“- აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, შეერთებული შტატები სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვრის არადემარკირებული ტერიტორიების გასწვრივ ნებისმიერ გადაადგილებას პროვოკაციულად მიიჩნევს და მხარეებს მოუწოდებს ჯარისკაცები იმ პოზიციებს დაუბრუნონ, რომლებსაც ისინი 11 მაისს იკავებდნენ.