სოფელ გუმათში „ ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ და ამ ფორმით ცდილობენ პროტესტის გამოხატვას.როგორც „რიონის ხეობის მცვლებეის“ წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, პროტესტის ამგვარი ფორმით გამოხატვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.ამასთან,მან მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ გუმათში ყოველ საღამოს გაიმართოს "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებს შორის დიალოგი."ყოველ საღამოს გაიმართოს საგნობრივი საუბრები აქ და ყოველ საღამოს ვიყოთ აქ", - აცხადებს გოლეთიანიამასთან, მისი თქმით, "რიონის ხეობის მცველებმა" გუმათში დგომით, უნდა უზრუნველყონ ის, რომ ჰესის მშენებელმა კომპანიამ ტერიტორიაზე გადაადგილება ვერ შეძლოს."უზრუნველვყოთ ხმაური იყოს გამაყრუებელი და ხელისუფლებამ უკანონო გადაწყვეტილება უკან წაიღოს. ეს დანაშაული მათვე ინსტიტუციების მიერაა აღიარებული. უზრუნველვყოთ ჩვენი უფლებები, დავიცვათ კანონი და ჩვენი ქვეყნის ინტერესი", - აცხადებს გოლეთიანი.