ნათია თურნავა "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებზე - ხელისუფლება საქმიანი, საგნობრივი დიალოგისთვის მზადაა - Palitra News

ნათია თურნავა "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებზე - ხელისუფლება საქმიანი, საგნობრივი დიალოგისთვის მზადაა

2021-05-25 15:05:01+04:00

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით ნამახვანჰესთან დაკავშირებით ხელისუფლება დიალოგისთვის მზადაა. მინისტრი ამბობს რომ საგნობრივი დიალოგი უნდა გაიმართოს, თუმცა აღნიშნულ საკითხზე დიალოგი ძალიან გაჭირდება, თუ ქუჩების ბლოკირება, პარალიზება არ შეწყდება.

თურნავას თქმით, საუბარი არ უნდა გასცდეს ენერგეტიკის დარგს და რადიკალიზმში არ უნდა გადავიდეს.