ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, იაპონიაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ვარიანტია გავრცელებული.
„მოქალაქეებმა თავი უნდა აარიდონ იაპონიაში ყველანაირ მოგზაურობას. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, სრულად ვაქცინირებული მოგზაურებიც კი შესაძლოა კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტით დაინფიცირდნენ და გაავრცელონ ვირუსი“, - აღნიშნულია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებაში.
გაფრთხილება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, იაპონიაში არ გაემგზავრონ. სახელმწიფო დეპარტამენტმა იაპონიაში მოგზაურობასთან დაკავშირებით უმაღლესი, მე-4 დონის გაფრთხილება გამოსცა.