გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმი გულისხმობს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობას სკოლებში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების გაძლიერების მიმართულებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გზით.
მემორანდუმით განსაზღვრული ვალდებულებების თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების შესახებ ტრენინგმოდულების შემუშავებისა და ტრენინგების ჩატარების, მასწავლებელთა გადამზადებისა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით, იმისათვის, რომ სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მიერ სწორად იქნეს გადმოცემული გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შედგენილი სახელმღვანელო „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში.