როდესაც დავტოვე პარტია "თავისუფალი საქართველო" ერთ ვარიანტად განვიხილავდი პარტიის ჩამოყალიბებას, აქ ყოფნამ საბოოლოდ გამაწყვეტინა პარტიის დაარსება“,-ამის შესახებ ბრალდებული პოლიტიკოსი გოგი წულაია სოციალურ ქსელში წერს. გოგი წულაია მიმართავს მხარდამჭერებს პარტიის დაფუძნებაში დაეხმარონ. მინდა ვთხოვო ჩემს მხარდამჭერებს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თვლის, რომ ჩემი 6 წლით ციხეში გამოკეტვა არის უსამართლობა, დამიჭიროთ მხარი და დამეხმაროთ პარტის დაფუძნებაში. გამოხატეთ თქვენი აზრი თუ ხართ მზად თანამშრომრომლობისთვის და ერთად ბრძოლისთვის. თქვენი გოგი წულაია. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მხარს მიჭერთ ამ უსამართლო ბრძოლაში და მომავალშიც აპირებთ დამეხმაროთ როგორც პარტის შექმნაში ასევე თავისუფლებისთვის ბრძოლაში!“- წერს წულაია.