ნაყოფიერი დისკუსიის შედეგებს იხილავს საზოგადოება - ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა. მისივე თქმით, მან სწორი არჩევანი გააკეთა, რომ პარლამენტში შესვლა-არ შესვლის გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიიღო.