კასპის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული მწყემსის სამძებრო სამუშაოები განახლდა - Palitra News

კასპის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული მწყემსის სამძებრო სამუშაოები განახლდა

2021-05-22 12:58:40+04:00

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში დილიდან მწყემსის საძიებო სამუშაოები განახლდა. თანასოფლელების თქმით, სოფელ მეტეხის მკვიდრი, 60 წლამდე ასაკის დავით ზუბიაშვილი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, მდინარეში შევიდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. მდინარე მტკვარსა და მის მიმდებარე სანაპირო ტერიტორიაზე სამძებრო ღონისძიებები გუშინ დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა გუშინ, გვიან საღამოს კარავიც გაშალეს. როგორც პალიტრანიუსს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განუცხადეს, გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში განახლდა. ღონისძიებებში ჩართულია 50 მეხანძრე-მაშველი, ორი მყვინთავი და სამი მცურავი საშუალება, პარალელურად, ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობს დრონის საშუალებით.