ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია ჩაიტანეს. დახმარების სხვადასხვა სააგენტოს, მათ შორის გაეროსთან დაკავშირებული სააგენტოების, სატვირთო მანქანებმა, ღაზაში საჭირო მედიკამენტების, საკვებისა და საწვავის შეტანა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისრაელმა კერემ შალომის გადასასვლელი გახსნა. გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ღაზას ტერიტორიაზე საკუთარი სახლები 100 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. პალესტინაში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით კი მისი პრიორიტეტი ათიათასობით დევნილის იდენტიფიცირება და დახმარებაა. ამასთან, ღაზას განსახლების სამინისტროს ცნობით, 1 800 სახლი ცხოვრებისთვის გამოუსადეგარ მდგომარეობაში, 1 000 კი - სრულად განადგურებულია.