თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შემოვა პარლამენტში, ეს ვერ დააბრკოლებს რეფორმების გატარების შესაძლებლობას, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.მისივე თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შევა, პროცესებს მიღმა დარჩება, მაგრამ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, „ფაქტობრივად გადაწყვეტილი აქვთ შესვლა და ძალიან მალე ვიხილავთ პარლამენტში“.