თბილისის საქალაქო სასამართლოში "მოძრაობა საქართველოსთვის" აქცივისტების პროცესი გაიმართა. პროცესის პარალელურად მოძრაობის წევრებმა სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით აპროტესტებდნენ სამოქალაქო აქტივისტების დევნას, სასამართლოში 19 თებერვალს, პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტების - კახა კვეკვესკირის, გიორგი მუმლაძის, დათო კაპანაძის და ალბერტ მერებაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. აქტივისტები ხელწერილის საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.