საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლარის კურსის გამყარებას ეკონომიკური აქტივობის აღდგენასა და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას უკავშირებს.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში გაჩნდა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სექტორისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით.
რაც შეეხება ფასების ზრდას, როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მოლოდინი არსებობს. რომ მომდევნო თვეებში, წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი აჩვენებს შემცირების ტრენდს.