საერთაშორისო ორგანიზაციამ Global Citizen კალიფორნიის ქალაქ ინგლვუდში კონცერტი გამართა, რომლის მონაწილეებმაც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის უფრო მასშტაბური და სამართლიანი განაწილების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.ცნობილ არტისტთან ერთად, მაყურებელმა ღონისძიებაზე ამერიკელი პოპვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესიც იხილა. 51 წლის არტისტმა სცენაზე დედა, გამოიყვანა, რომელმაც შვილს Sweet Caroline-ის მისამღერი შეცვლილი ტექსტით Sweet Jennifer უმღერა. სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე 20 ათასამდე ადამიანი დაესწრო, რომელთაც იმუნიზაციის პროცესი უკვე სრულად აქვთ გავლილი. შოუს შედეგად 302 მილიონი დოლარისა და ვაქცინის 26 მილიონი დოზის მობილიზება გახდა შესაძლებელი.