პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით ერთი საერთო კანონპროექტი დარეგისტრირდეს, რომელიც კონსენსუსის საფუძველზე იქნება ჩამოყალიბებული. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კონკრეტულ დეტალებზე საუბარი ნაადრევია.