„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება კომუნიკაცია.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრაგმატული და რაციონალური იქნება. როგორც მელიამ განაცხადა, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება.