საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება" დატოვოს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ის მმართველი გუნდიდან გავა, არცერთ სხვა პარტიას არ შეუერთდება.
კითხვაზე: რა შეიძლება გახდეს მისი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზი, კახიშვილმა განმარტა, რომ გუნდს გამოეყოფა იმ შემთხვევაში, თუ დაინახავს, რომ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განხილვებში ვერ იღებს მონაწილეობას და მხოლოდ სხვისი გამზადებული განცხადების მხარდაჭერა ევალება.