დეპუტატ შალვა პაპუაშვილის თქმით, ნამეტანი დიდი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ადამიანს საკუთარ თავზე, რომ ფიქრობდეს, მხოლოდ მის გამოა ამნისტია, რომელიც უნდა იქნას მიღებული. შალვა პაპუაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით „ფურცელი გადაიშალოს” და ეს საკითხი დაიხუროს.
რაც შეეხება ოპოზიციის და მმართველი გუნდის კანონპროექტებს და შესაძლებლობას ერთიან დოკუმენტზე შეჯერების, პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის დოკუმენტი 2 პუნქტში ეწინააღმდეგება შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას. მისივე თქმით, ამ ორ საკითხზე მმართველი გუნდის პროექტში ცვლილებების შეტანა გამორიცხულია.
კერძოდ, შალვა პაპუაშვილის თქმით, „მოქალაქეებს ვერ დავახარისხებთ აქციის მონაწილეებად და სამართალდამცავებად, რადგან დაზარალებული არის დაზარალებული“. მისივე თქმით, შეთანხმებაში ასევე წერია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა დარღვევას და არა ორ მუხლს.