საქართველოს პარლამენტში დღეს თავდაცვის მინისტრს ელოდებიან. ჯუანშერ ბურჭულაძეს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.
ჯუანშერ ბურჭულაძე პარლამენტში, თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრებს.
როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს, შთამბეჭდავია ის ნაბიჯები, რომელიც შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის თვალსაზრისით გადაიდგა.
თავდაცვის მინისტრის მოსმენას დაესწრებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც.