„ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა ისროლეს, მას შემდეგ, რაც ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაჯგუფების რამდენიმე მაღალი რანგის მეთაური დაიღუპა და ღაზაში მდებარე კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენობა განადგურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სდეროთზე განხორციელებულ სარკეტო თავდასხმას 5 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ღაზადან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს ორშაბათიდან დღემდე 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ანკლავის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზაში სულ მცირე 67 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი არის დაღუპული.