ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1 000 ფაქტი გამოვლინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 813 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ასევე დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით.
განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.