ევროკავშირმა „ფაიზერთან“ 2021-2023 წლებში დამატებით 1.8 მილიარდი დოზა ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ევროკომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ”მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ევროკავშირის კომისიამ ახლახანს გააფორმა ხელშეკრულება Pfizer-BioNTech– თან 2021-2023 წლებისთვის გარანტირებულ 900 მილიონ დოზაზე +900 მილიონის დამატების შესაძლებლობით”, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“ ევროკომისიის ცნობით, აღნიშნული დოზებს ვაქცინაციის დასაჩქარებლად, საჩუქრის სახით გასაცემად და სხვებისთვის მისაყიდად გამოიყენებენ.