ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებსა და კლინიკურ კონსულტანტებს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. ეკატერინე ტიკარაძემ ინფორმაცია მიიღო თითოეულ კლინიკაში არსებული საწოლფონდის რაოდენობის, მათი საჭიროებებისა და დამატებითი რესურსის მობილიზების შესახებ.