ბიომეურნეობა „სამყურა“ მზესუმზირის ზეთის წარმოებას იწყებს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის მფლობელი, ნიკა ბეგალიშვილი აცხადებს. მისივე თქმით, პროდუქცია ბაზარზე აგვისტოს ბოლოდან გამოჩნდება.
პროდუქტის გაყიდვა იგეგმება, როგორც ბიომეურნეობის გვერდზე ონლაინ, ასევე სუპერ-მარკეტებში, სადაც ბიო პროდუქცია იყიდება. მისივე განმარტებით, ეს პროდუქტიც იქნება ბიო.
ცნობისთვის, ბიო მეურნეობა „სამყურა“ ალაზნის ველზე წნორში მდებარეობს. „სამყურას“ წარმოებული პროდუქცია ბაზარზე 2018 წლიდან იყიდება.