დანიაში, მიმდინარე კვირაში, დაწყებითი სკოლები სრულად გაიხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, დახურულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების საშუალება მიეცემათ კინოთეატრებს, თეატრებს, საკონცერტო და სპორტ დარბაზებს და სხვა ობიექტებს. გახსნილ ობიექტებში შესვლა დამოკიდებული იქნება ე.წ. „კორონა პასპორტებზე“, სადაც აღნიშნულია, არიან თუ არა მფლობელები ვაქცინირებულები, ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებულები, ან არის თუ არა მათ მიერ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული კოვიდტესტის პასუხი უარყოფითი.
ცვლილებები ძალაში 6 მაისიდან შევა.