ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის შემოსავალმა პირველ ფინანსურ კვარტლში 89 მილიარდ 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
კომპანიის მიერ გავრცელებული კვარტალური ანგარიშის მიხედვით, სამთვიან საანგარიშო პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, Apple-ის შემოსავალი 54%-ით გაიზარდა. ასევე, ორჯერ გაიზარდა მისი სუფთა მოგება და 23 მილიარდ 630 მილიონ დოლარს მიაღწია.
პირველ კვარტალში კომპანიის გაყიდვების მთავარი პროდუქტი კვლავ Iphone იყო. სმარტფონებიდან მიღებულმა შემოსავალმა Apple-ს 47 მილიარდ 9 დოლარი მოუტანა.