ოპოზიციის 6 თვიანი ბოიკოტი დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობა დღეს საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. პლენარული სესიის დაწყებამდე ოპოზციამ ერთობლივი ბრიფინგი გამართა. მათი განცხადებით დღეს ერთი დიდი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ. თუმცა მათი თქმით ქვეყანაში კრიზისი საბოლოოდ აღმოიფხვრება მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და პარლამენტი მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შემოდგომით ჩასატარებელი რეფერენდუმის მნიშვნელობას.