რუსეთმა პოლონეთის ელჩს კრიშტოფ კრაევსკის პოლონეთის დიპლომატიური მისიის ხუთი თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
მათივე ინფორმაციით, დიპლომატებმა რუსეთი 15 მაისამდე უნდა დატოვონ.
„აღინიშნა, რომ რუსი დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით პოლონეთის პროვოკაციულ ქმედებების საპასუხოდ, ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებით, სამინისტრომ რუსეთის ფედერაციაში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს 5 თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. მათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია 2021 წლის 15 მაისის დღის ბოლომდე უნდა დატოვონ,“- აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, 15 აპრილს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.