დავკარგეთ ზუსტად ის პერიოდი, რაც ღარიბაშვილი აღარ იყო მთავრობაში, როგორც პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ლადო პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში - „საქმე“ განაცხადა.
ეკონომისტმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დამტკიცებულ საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც კი მთავრობიდან წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი და მის ადგილზე კვირიკაშვილი მოვიდა, აღნიშნული სტრატეგია შეიცვალა პრიმიტიული ოთხ პუნქტიანი გეგმით.