პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ექიმები, რომლებსაც პაციენტის გასინჯვის საშუალებას არ აძლევენ, პოლიტიკოსს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ შეეწყვიტოს შიმშილობა.
კარდიოლოგმა აიროსლავ აშიხმინმა და კიდევ ოთხმა ექიმმა პორტალ Mediazona-ს საშუალებით გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ნავალნის საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
“დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ შიმშილობა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად,“- აღნიშნულია მიმართვაში.
დასავლეთმა კრემლი გააფრთხილა, რომ ნავალნის დაღუპვის შემთხვევაში რუსეთს „შედეგები“ ემუქრება. ნავალნი მარტის ბოლოდან შიმშილობს.