რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვი იმედგაცრუებულია სლოვაკეთის მიერ ჩეხეთის მიმართ სოლოდარობის გამოხატვით.
„იმედგაცრუებული ვართ ბრატისლავას არაკეთილმეგობრული ქმედებებით, რომელმაც პრაღას მიმართ, გაყალბებულ საქმესთან დაკავშირებით, ფსევდო-სოლიდარობის გამოხატვა გადაწყვიტა,“- აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, მოსკოვი ამ ქმედებებს მალე უპასუხებს.
ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ 3 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.