"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის განაცხადებით, უკვე დაწყებულია მუშაობა ამნისტიის პროექტზე, რომელშიც ჩართული არიან იურისტები და მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები.
სერგო ჩიხლაძე განმარტავს, რომ 20 ივნისის საქმეზე ამნისტია მძიმე მუხლებს ვერ შეეხება, რადგან საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია მსგავს მუხლებზე ამნისტიის გავრცელება. მისი თქმით, ესაძლებელია, იყოს რამდენიმე ადამიანზე კომპრომისი იმის საპირწონედ, რომ მელია გარეთ იქნება ხოლო კიდევ 16 საქმე – შეწყვეტილი.