ნაკაშიძის ქუჩაზე ერთი პირი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. ადგილობრივების ცნობით, თავდამსხმელი „გლოვოს“ მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასსა და ორ ადგილობრივს შორის შელაპარაკება მოხდა.
ადგილობრივების მტკიცებით, ადგილზე სროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილობრივები მომხდარს წარსულ დაპირისპირებას და შურისძიებას უკავშირებენ. საუბარია ე.წ. კლანებს შორის დაპირისპირებაზე. მომხდარზე გამოძიება - 19/108 და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შენახვა შეძენა ტარებას გულისხმობს.