ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ - გვერდზე, დღეის მდგომარეობით, 30 707 მსურველია დარეგისტრირებული.
მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 29 503-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.
„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 15 223 ადამიანმა გამოთქვა. 6380 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 4426-მა კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას, მისი გაკეთების სურვილი 3142-მა ადამიანმა გამოთქვა, 1595 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 350-ს კი „სინოვაკით“.
როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.