ექიმებმა პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ვლადიმირის საოლქო საავადმყოფოს სტაციონარულ განყოფილებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, სადაც პატიმრებს მკურნალობენ, - ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ალექსეი ნავალნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ამჟამად, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებულია როგორც დამაკმაყოფილებელი, მას ექიმი-თერაპევტი ყოველდღიურ გამოკვლევას უტარებს. პაციენტის თანხმობით მას ვიტამინის თერაპია დაუნიშნეს", - აცხადებენ უწყებაში.