„ქართულ ოცნებას“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, იმიტომ, რომ დესტრუქციული ოპოზიცია მან ვერ აჩვენა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის ჩანაფიქრი იყო, რომ დღევანდელი დღის მთავარი თემა ყოფილიყო ოპოზიციის დესტრუქციული ქმედება, თუმცა დღევანდელი დღის მთავარი თემა აღმოჩნდა ის, თუ სად არის „ქართული ოცნება“ და რატომ არ მოაწერა მან ხელი საბოლოო დოკუმენტს.
ვაშაძის განცხადებით, გაუგებარია, რატომ გადასცა „ქართულმა ოცნებამ“ მედიაციის მანდატი ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს თუ დოკუმენტში მისთვის კრიტიკული საკითხების ნახვა არ სურდა.